იდეალური გზისთვის!

ბეტონის გზები მიეკუთნება უმაღლესი ხარისხის გზების კატეგორიას. ცემენტის ბეტონით ნაგები გზები თავისი სიმტკიცით უზრუნველყოფს გზის გამძლეობას 30-50 წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში პრობლემას სულაც არ წარმოადგენს ხშირი მოძრაობა და მძიმე ტვირთის გადატანა.

ცემენტის ბეტონი გამოიყენება როგორც ახალი გზების, ასევე მაგისტრალების მშენებლობისთვის და დაზიანებული, ბიტუმიანი ტროტუარების რეაბილიტაციისთვის. 

მაშინ, როცა ბიტუმიანი მასალით ნაგები გზები მარტივად ზიანდება ისეთი გარემო-პირობების მოქმედების შედეგად, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ნალექები, ბეტონის გზები გაცილებით მყარია და მოითხოვს ნაკლებ მოვლას. დაზიანებული ადგილების ბეტონით გადაფარვა გვთავაზობს მძიმე სატვირთოებისთვის საწვავის დაზოგვის შესაძლებლობას, ტექნიკური მოთხოვნების შემცირებასა და გზის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას. 

MBG ბეტონი გაძლევთ მასალის სიმტკიცისა და გამძლეობის გარანტიას. ბეტონის ქიმიური შემადგენლობის სისტემატიური შემოწმება და მორგება თქვენს საქმიანობაზე, იდეალური ბეტონის გზის მიღებას ნიშნავს, გზის, რომელიც გაუძლებს რთულ ბუნებრივ პირობებსა და დიდ დატვირთვას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით

ჩვენი გუნდი მუდამ მზადაა ინდივიდუალური კონსულტაციისთვის.
ჩატვირთვა