ბეტონის უპირატესობები

ავირჩიოთ თუ არა ბეტონი საშენ მასალად?


მდგრადობა ხანძრის მიმართ

თუკი თქვენი შენობის ხანძრისგან დაცვისთვის საუკეთესო მასალას ეძებთ, მაშინ არჩევანი სწორედ ბეტონზე უნდა შეაჩეროთ. ბეტონის დაბალი სითბოგამტარობიდან გამომდინარე, მისით ნაშენები ნაგებობები გაცილებით მდგრადია ცეცხლის მიმართ, ვიდრე ფოლადის ჩარჩოები. ხშირ შემთხვევაში კი სწორედ ბეტონს იყენებენ ფოლადის ჩარჩოსთვის, როგორც ფარს ხანძრისგან დასაცავად. 

სხვა გამოწვევები

უნდა აღინიშნოს, რომ ბეტონის უპირატესობა მხოლოდ ცეცხლის მიმართ მდგარობით როდი შემოიფარგლება. ბეტონი წარმოადგენს შესანიშნავ წინაღობას ისეთი ძლიერი ზეგავლენის მქონე ძალებისგან, როგორებიცაა ქარი, ქარიშხალი და ტორნადო. მისი სიხისტე უზრუნველყოფს მინიმალურ ჰორიზონტალურ მოძრაობას. 

ენერგოეფექტურობა

ბეტონით ნაშენები ნაგებობები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს კომუნალურ გადასახადებს. ბეტონისგან აშენებული კედლები უზრუნველყოფს ჰაერის მასის ნაკლებად გაჟონვას და მისი თერმული თვისებებიდან გამომდინარე, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული სახის შენობები გაცილებით ენერგოფექტურია. ბეტონი შესანიშნავი არჩევანია როგორც სითბოს, ასევე სიგრილის შესანარჩუნებლად, დიდი ხარჯების გარეშე. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით

ჩვენი გუნდი მუდამ მზადაა ინდივიდუალური კონსულტაციისთვის.
ჩატვირთვა